გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
♻️გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია გამართეს.
✅გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
✅1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.