ვახტანგ შამილაძის სახელობის სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება იწყება.

ვახტანგ შამილაძის სახელობის სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება იწყება.
???? აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება 27 თებერვლიდან დაიწყება.
➡️ დაფინანსდება საბაკალავრო პროგრამით მოსარგებლე ის სტუდენტები, რომელთაც სემესტრულად (2022-2023წწ პირველი სემესტრი) საგანში 91 ან მეტი ქულა აქვთ (A კატეგორია) და რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
➡️ სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამისთვის საჭირო დოკუმენტებია:
???? განცხადება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, ან ოფიციალური ელ. ფოსტა khelvachauri.mun@gmail.com).
???? ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ
???? საბანკო რეკვიზიტები
???? პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID) ასლი
???? პროგრამაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 24 მარტი.
➡️ საკონტაქტო ინფორმაცია 599 35 91 91