იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია

იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია
იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია
იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია
????აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“ გაიმართა.
➡️იმუნიზაციის კომუნიკაციის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქვეყნის იმუნიზაციის სიტუაციის ანალიზზე, იმუნიზაციის საკომუნიკაციო კამპანიის მიზნებზე, ამოცანებსა და მნიშვნელობაზე.
➡️შეხვედრაზე განიხილეს იმუნიზაციის მოთხოვნის წარმოქმნასთან დაკავშირებული ადგილობრივი ბარიერები, გამოწვევები და შესაძლებლობები.
➡️შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებულ მხარეები ესწრებოდნენ.