კონკურსანტთა საყურადღებოდ!

კონკურსანტთა საყურადღებოდ!
????კონკურსანტთა საყურადღებოდ!
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის პირველი ეტაპი, განცხადებების გადარჩევა დასრულდა.
კონკურსის მეორე ეტაპი (ზეპირი დავალება/გასაუბრება) ჩატარდება 2022 წლის 02 ნოემბერს, რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდეთ 10:30 სათიდან 11:00 საათის ჩათვლით, მისამართი: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, (პირველი სართული).
გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში, ავტომატურად მოიხსნებით კონკურსიდან.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია, კონკურსანტებს გაეგზავნათ ელექტრონულად.
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება შემდეგი განრიგით:
11:00 საათი - პირველადი სტრუქტურული ერთეული- სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი.
11:20 საათი - პირველადი სტრუქტურული ერთეული - ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი.
12:00 საათი - პირველადი სტრუქტურული ერთეული - იურიდიული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
14:00 საათი - პირველადი სტრუქტურული ერთეული საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის, შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი. იხ.კონკურსანტთა სია:https://docs.google.com/spreadsheets/d/1kSCvP6CvHMVBN97ykrG6FqzAzzYqKGiG/edit?usp=share_link&ouid=109243475541934281949&rtpof=true&sd=true