ლიტერატურული შეხვედრა ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით
ლიტერატურული შეხვედრა ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით
21 აგვისტოს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, თემაზე: ,,ჰარი პოტერი-უცნობი დეტალები" ლიტერატურული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენელი-ლუკა ბიბინეიშვილი წარუძღვა.
ლიტერატურულ შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა და მასში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 ახალგაზრდა მონაწილეობდა.