მავნებლის განადგურების მიზნით თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლის სამუშაოები

????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში, მავნებლის განადგურების მიზნით თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლის სამუშაოები განხორციელდა, სადაც 50-მდე ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ამ დროისათვის აჭარაში უკვე დამუშავებულია 15 540 ჰა ფართობი.
➡️სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ატარებს.
➡️აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში, აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
➡️სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, ხოლო სახლის პირობებში მავნებელი მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგურონ.
➡️ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან და სამინისტროს აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფთან ერთად წამლობით ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.