მატერიალური დახმარება მოქალაქეებზე

მატერიალური დახმარება მოქალაქეებზე

მატერიალური დახმარება მოქალაქეებზე
მატერიალური დახმარება მოქალაქეებზე
მატერიალური დახმარება მოქალაქეებზე

მერის პირველმა მოადგილემ კახაბერ ფუტკარაძემ, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების მიზნით კომისიის მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე განხილული იქნა 63 განცხადება, რომელთაგან დადებითად გადაწყდა 55. კომისიის გადაწყვეტილებით 55 ბენეფიციარზე ჯამში 17 650 ლარის მატერიალური დახმარება გაიცემა.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერიამ ხელვაჩაურში რეგისტრირებულ 644 ბენეფიციარზე ჯამში 320 050 ლარის მატერიალური დახმარება გასცა.

აღნიშნული კომისიის სხდომა ყოველთვიურად იმართება. წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე კომისია 2 თვის ვადით შეაჩერებს მუშაობას.