მაღალი აკადემიური შეფასების მქონე სტუდენთა პროგრამის გამრჯვებულები გამოვლინდნენ
დღეს, აკადემიკოსს „ვახტანგ შამილაძის სახელობის ხელვაჩაურის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაფინანსდება 46 სტუდენტი. თითოეულ სტუდენტზე 500 ლარის ოდენობით თანხა გაიცემა.
აქვე გაცნობებთ, რომ პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი საფეხურის სტუდენტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელთაც 2021-2022წწ პირველ სემესტრში აკადემიური მოსწრება ქონდათ მაღალი (A კატეგორია).