ონლაინ ღონისძიება - "საქართველოში, იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა"

ონლაინ ღონისძიება -  "საქართველოში, იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა"
მერიის მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ ღონისძიებაში, რომელიც იაპონიის საელჩოს და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება და საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას ეხება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ასევე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოსთან უკვე მე-4 წელია თანამშრომლობს.
მიმდინარე წელს, საგრანტო კონკურსში მერიის მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებამ 2 პროექტი წარადგინა მძიმე ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით (ნარჩენების შემკრები ავტომანქანა და მრავალფუნქციური ექსკავატორი).
საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს საგრანტო პროგრამა საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების შესაბამისად.
ღონისძიება ონლაინ ფორმატში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.