საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ ირემაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ ირემაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, საკრებულოში მოქმედ კომისიის თავმჯდომარეებთან და აპარატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების მოსახლეობისათვის გაცნობას. ასევე, დაიგეგმა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების მიერ სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამების პრეზენტაცია.