საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურში
საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურში
ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის მიზნით შექმნილი კომისია, რომელსაც მერის პირველი მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს, სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარებას სწავლობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები მაჭახლის და კირნათის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მიმდინარეობს. ანალოგიური ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია ფერდსამაგრი კედლებისათვის საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შეიძენს.