საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

✅დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
???? აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ ოუფენ ნეტი, მიმდინარე ეტაპზე იწყება ოპტიკური ქსელის საპროექტო სამუშაოები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მინდია დიასამიძემ, ხელმძღვანელმა პირებმა და „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პროგრამის დაწყებისათვის საჭირო საკითხებზე ისაუბრეს.
????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ასაშენებელი არეალებია:
➡️ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში: აგარა (ორთაბათუმის თემი), ყოროლისთავი, მასაურა.
➡️ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში: ზედა ახალშენი, სამება, ხეღრუ, განახლება.
➡️ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში: ზედა ჭარნალი, ავგია, ჭარნალი.
➡️შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში: ზანაქიძეები, ზემო ჯოჭო, ქვემო ჯოჭო.
➡️თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში: ზედა თხილნარი, მახო, ომბოლო, სიმონეთი, აგარა (თხილნარის თემი).
➡️აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში: კაპნისთავი, კიბე, მაღლაკონი
➡️მაჭახელას ადმინისტრაციულ ერთეულში: ქედქედი, ჩიქუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი,
ზედა ჩხუტუნეთი, აჭარის აღმართი.
➡️კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში: კირნათი, მარადიდი