სახალხო ზეიმი სახელწოდებით ხელვაჩაურის დღეები.

სახალხო ზეიმი სახელწოდებით ხელვაჩაურის დღეები.
22 სექტემბერს, გონიოს ციხეში 17:00 საათიდან, სახალხო ზეიმი სახელწოდებით „ხელვაჩაურის დღეები“ გაიმართება, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 11 ადმინისტრაციული ერთეულისთვის დამახასიათებელი კუთხეების გამოფენა (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე), ისტორიული მასალები, ტრადიციული კერძები, რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით, მასში მონაწილეობენ ადგილობრივი ანსამბლები, მომღერლები: დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ლაშა ღლონტი, ვაჟა ტუღუში, ბაიარ შაჰინი, თემურ თათარაშვილი, ოთო ნემსაძე და ნინი ბადურაშვილი.
დაჯილდოვდებიან საპატიო ხელვაჩაურელები.