სოფელ ჭარნალში FFI საერთაშორისო კონსერვაციული ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჭარნალში  FFI საერთაშორისო კონსერვაციული ორგანიზაციამ საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა
????დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭარნალში, Fauna & Flora International (FFI) საერთაშორისო კონსერვაციული ორგანიზაციის ინიციატივითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
♻️FFI ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც სხვადასხვა კვლევა განახორციელა ჭარნალის ხეობაში, მათ შორის დაინტერესებულ მხარეების ანალიზი, ბიომრავალფეროვნების შეფასება და ჰაბიტატების ხარისხის შეფასება. ჭარნალის ხეობა არის პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ადგილი უნიკალური სახეობებითა და განსხვავებული ჰაბიტატებით, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება საქართველოსა და მსოფლიოში.
✅მოსაზრებების მრავალფეროვნების და მოსახლეობის ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეხვედრას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი ნონა ქოქოლაძე, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი რეზო ვარშანიძე, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ტყის რესურსებით მოსარგებლე პირები, რესტორნების და სასტუმროს მეპატრონეები, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოქალაქეები, სკოლის მასწავლებლები და ა.შ.