სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა გრძელდება

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა გრძელდება
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა გრძელდება
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა გრძელდება

გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ მიყენებული ზიანის შესწავლა გრძელდება.

მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც მერის პირველი მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს, სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს შარაბიძეების, აჭარისწყალის თხილნარის და ორთბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.
შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მეწყერსაშიშ ზონებში ფერდსამაგრი კედლების მოწყობას.

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს საავტომობილო გზებისა და სანიაღვრე არხების მიწის მასებისაგან გაწმენდის სამუშაოები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს.