ტრენინგი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებისთვის

ტრენინგი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებისთვის

28 ივლისს 11:00 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების მონაწილეობით, თემაზე ,,მედიაწიგნიერება" საინფორმაციო ტრენინგი გაიმართება. ტრენინგის ჩასატარებლად გამოყენებული იქნება ზუმის ონლაინ პლატფორმა. ტრენინგს წარუძღვება ახალგაზრდა ტრენერი ქრისტინე გურგენიძე.
ტრენინგის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სერტიფიკატები, რომელიც გაიცემა ,,ისწავლე რათა ამოიცნო" პროექტის ფარგლებში.
საინფორმაციო ტრენიგში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 28 ივლისამდე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1gkKI8EcP_jKNVl8Y3uXFbfpWDC6ttxjlMui8SoIyGrg/viewform?fbclid=IwAR22eJKTbMe2yUdMyCMqiB4EXWClG0w8WSdRELGyrI3ytja9f1GdPfFeMOA&edit_requested=true