შეხვედრები ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების განხილვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრები გაიმართა სოფელ ყოროლისთავში, აგარაში, კაპრეშუმში, ორთაბათუმში, სალიბაურსა და წინსვლაში.
ყველა სოფელში, მოსახლეობის უმრავლესობამ შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება მოითხოვა.