ჭარნალში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ჭარნალში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სოფელ ზედა ჭარნალში შიდა სასოფლო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მოსამზადებელი სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ კახაბერ ფუტკარაძემ დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს 1600 მ. შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას და გზის რამდენიმე მონაკვეთზე ხიდ-ბოგირისა და სანიაღვრე არხის მოწყობას.

პროექტის ღირებულება 147 969 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.