ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება 2020 წლის 30 ნოემბერს, 12 :00 საათზე.
საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენილი იქნება შემდეგი საკითხები;
1.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება გონიოში მდებარე 828 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.36.24.324) სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე სარგებლობის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
3. სხვადასხვა