ხელვაჩაურის სოფლებში მზა ბეტონის მიწოდება დაიწყო
ხელვაჩაურის სოფლებში მზა ბეტონის მიწოდება დაიწყო
შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით, ხელვაჩაურის სოფლებში მზა ბეტონის მიწოდება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიამ 390 984 ლარის ღირებულების 2 962 მ3 სასაქონლო ბეტონი შეიძინა, რომელიც ეტაპობრივად ხელვაჩაურის ყველა სოფელზე განაწილდება. შედეგად მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 10 კილომეტრამდე შიდა საუბნო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.