ხელვაჩაურის წყალმა სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა

ხელვაჩაურის წყალმა სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა
ხელვაჩაურის წყალმა სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა
ხელვაჩაურის წყალმა სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა
????️შპს "ხელვაჩაურის წყალის" ლაბორატორიის ჯგუფმა, სასმელი წყლის სინჯები აიღო.
➡️პროცედურა თხილნარის ცენტრში, სარფისა და ჯოჭოს წყალსადენზე ჩატარდა, შემოწმდა წყალში ნარჩენი ქლორის რაოდენობა.
????️შპს "ხელვაჩაურის წყალის" მონიტორინგის ჯგუფმა სხვადასხვა წყალსადენი შეამოწმა.
➡️მონიტორინგი მახო - ზანაქედის, მახო - დავითაძეების, თხილნარის მურმანეთის, თხილნარის მეურნეობის, ჭარნალის და სარფის წყალსადენებზე ჩატარდა.
➡️ შპს "ხელვაჩაურის წყალი" მსგავსი ტიპის სამუშაოებს პერიოდულად ახორციელებს.
????️შპს „ხელვაჩაურის წყალის“ ტექნიკურმა ჯგუფმა სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა:
➡️სოფელი თხილნარი - დაზიანებული წყლის მილი ახლით შეიცვალა.
➡️სოფელი ყოროლისთავი - დამონტაჟდა 2 ცალი 63 მმ-იანი მექანიკური ქურო.
➡️სოფელი ახალშენი, მიქელაძეების დასახლება - წყლის გამანაწილებელს ჩაუტარდა შეკეთება - შედუღების სამუშაოები.
➡️სოფელ განთიადი - წყლის შემკრები ავზის ურდულზე განხორციელდა სარემონტო სამუშაოები.
➡️სოფელი ჭარნალი - დამონტაჟდა წყლის 32 მმ-იანი ვინტილი.
➡️სოფელი თხილნარის (მურმანეთი) - შეკეთდა წყლის ავზში ჩასასვლელი სახურავი.
➡️სოფელი ფერია - შეკეთდა წყლის შემკრები ავზის ლითონის სახურავი შედუღებით.
➡️სოფელ განთიადი, მხეიძეების დასახლება - დასრულდა სასმელი წყლის მილების დაქსელვითი სამუშაოები.
სუფთა სასმელი წყლით 15 ოჯახი ისარგებლებს.