„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის“ პროგრამის წარდგენა

???? ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლის სამოქმედო გეგმის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის“ პროგრამის წარდგენა გაიმართა.
????‍???? შეხვედრას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მერიასთან არსებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
????‍???? ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.
???? აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს პროგრამები, რომელიც შშმ პირებზეა მორგებული:
☑️ პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა მთელი წლის განმავლობაში.
☑️თემაზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის.
☑️ ბავშთა აბილიტაცია რეაბილიტაციაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხელშეწყობა.
☑️ ფენილკეტონიით დაავადებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
☑️მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
☑️ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.
☑️დიალიზის ცენტრების პაციენტთა სატრანსპორტო კომპენსაციით უზრუნველყოფა.
???? აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატზე, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პირთა თანაბარი ჩართულობის მნიშვნელობაზე.
???? შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.