ახალგაზრდა მხატვრების ნახატების გამოფენა ღია ცის ქვეშ
23 ივლისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის არტ კლუბის ფარგლებში ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა გაიმართა. ახალგაზრდა მხატვრებმა თანატოლებს მოუთხრეს მხატვრობის და საკუთარი ნახატების შექმნის ისტორიის შესახებ.
გამოფენის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილმა წარმოადგინა პანდემიის დროს შექმნილი ნახატები და საზოგადოებას მოუთხრო ნახატების შექმნის ისტორიის შესახებ.
გამოფენას ღია ცის ქვეშ ესწრებოდნენ:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 30- ამდე ახალგაზრდა მხატვარმა.