საკრებულოს თავმჯდომარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

საკრებულოს თავმჯდომარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძე ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა დიასამიძე ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. შიდა სასოფლო გზები, ფერდამცავი კედლები, სპორტული მოედანი და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა, ეს ის პროექტები რომლებზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია. საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა ახასოფელში მცხოვრებლებისგან იქ არსებული პრობლემებიც მოისმინეს, რათა 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მათი გათვალსიწინება მოხდეს .