დებატები ღია ცის ქვეშ ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით

დებატები ღია ცის ქვეშ ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით

7 ივლისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის დებატკლუბის ფარგლებში გაიმართება დებატები (კარლ პოპერი) ახალგაზრდობის ცენტრის დებატკლუბის წევრებს შორის.
როგორც მონაწილეები, ასევე, გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება ფასიანი საჩუქრებით.
დებატებს, ასევე, ექნება სანახაობითი დატვირთვა და დასწრება იქნება თავისუფალი.
დებატების თემა ახალგაზრდებისთვის ცნობილი გახდება 6 ივლისს 17:00 საათზე.
მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდები გამოვლინდება თამაშის დღეს, წილისყრით.
დებატებს შეაფასებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების ფედერაციის თანაპრეზიდენტი-რუსუდან ბარამიძე და მოდებატე გოგიტა ბარამიძე.