სკრინინგის ანგარიში

სკრინინგის ანგარიში
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის
მიზნით შპს „აჩის“ მიერ წარდგენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. თხილნარში ბროილერის ჯიშის
ქათმების საწარმოსათვის სკრინინგის ანგარიში.
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.
გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული
შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 18
სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
ასევე, გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა.