ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
???? ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, 12 საათზე.
საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში.
საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1. დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 12 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
მერიის პირველადი პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი.
2. განკარგულების პროექტი-,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შექმნის შესახებ“.
მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
3. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ჩამოწერილი,უვარგისი,მწყობრიდან გამოსული,გამოუყენებელი ტექნიკის განადგურებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი.
4.სხვადასხვა