ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
✅ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 24 მაისს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი-„საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ჩამოწერილი, უვარგისი, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის განმეორებით რეალიზაციაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
4. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ახალსოფელში მდებარე უძრავი ქონების ( ს/კ 22.29. 01. 761) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
5. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მემთეური ოჯახებისათვის ფულადი დახმარებისა და საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე.“
მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
6. სხვადასხვა