2023 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
2023 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
➡️ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2023 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
➡️ მინისტრმა ზაზა შავაძემ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროგრამების და სიახლეების შესახებ ისაუბრა.
➡️ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სოფლის მეურნეობის სფეროს გაძლირებას შეეხო და მან ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდას გაუსვა ხაზი.
➡️შეხვედრაზე პროგრამების პრიორიტეტებზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე და ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაზე ისაუბრეს.
➡️ სამინისტრო, 2023 წელს, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს. სოფლად მეწარმეობის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებისთვის 4 904 500 ლარი დაიხარჯება.
➡️ მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აგროსერვისის განვითარებაა, რომლის დაფინანსება 4 436 128 ლარს შეადგენს.
➡️ სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებისთვის 1 505 510 ლარი დაიხარჯება.
➡️ შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.