ძვირფასო ახალგაზრდებო!
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იწყებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების მიღებას და დაფინანსებას.
თუ თქვენ გაქვთ იდეა, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი თემის განვითარებას და გსურთ განახორციელოთ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მიმართეთ თქვენი სკოლის ადმინისტრაციას, შეავსეთ ჩვენ მიერ შედგენილი პროექტის ფორმა და გამოგვიგზავნეთ 2020 წლის 14 თებერვლამდე.
პროექტის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: პროექტის აქტუალურობა, სარგებლიანობა, პროექტის მდგრადობა, პროექტის მოსარგებლეთა რაოდენობა, ინოვაციურობა და პროექტის კრეატიულობა.
გისურვებთ წარმატებებს!