ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურში

ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საპროექტო სამუშაოები.

ამ ეტაპზე დასრულებულია მეწყერსაშიშ ზონებში 40 ერთეული ფერდსამაგრი კედლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

პარალელურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სხვა საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები.