ხელვაჩაურში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ხელვაჩაურში აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში.
დილიდან მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება, სამუშაოებში ჯამში 13 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 595 004 635; 577 032 136