მაგდა მალაყმაძემ მუნიციპალიტეტის გენდერული პროგრამის წლიური ანგარიში წარადგინა

მაგდა მალაყმაძემ მუნიციპალიტეტის გენდერული პროგრამის წლიური ანგარიში წარადგინა

✔ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საააქტო დარბაზში „ქალთა ოთახის“ კოორდინატორმა და ამავე დროს მერის რეფერენტმა გენდერულ საკითხებში - მაგდა მალაყმაძემ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, ადგილობრივი მეწარმეები, გენდერული საბჭოს წევრები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

✔ ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ მუნიციპალიტეტში მოღვაწე ქალთა ოთახის საინიციატივო ჯგუფის წევრი აქტიური ქალები დააჯილდოვა.

✔ მიმდინარე წელს პირველად ხელვაჩაურის მუნიციპატეტის მერიამ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა აამოქმედა. ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 900 ლარი გამოიყო.