სოფელ სამებაში 1000 გრძივი მეტრი გზა მოეწყობა

სოფელ სამებაში 1000 გრძივი მეტრი გზა მოეწყობა

სოფელ სამებაში, ვარშანიძეების დასახლებაში, არმირებული ბეტონის საფარით 1000 გრძივი მეტრი გზის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 112 728 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ახორციელებს შპს „კრედო“. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე თვეში დასრულდება.