მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა
საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ“ 2019 წლის 30 დეკემბერს რიგით N41 სხდომაზე განიხილა 6 მოქალაქის განცხადება - სტატუსის მინიჭების თაობაზე და გაუწია დადებითი რეკომენდაცია.
აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა დღესვე გამოსცა შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები სტატუსის მინიჭებაზე. იხილეთ სხდომის ოქმი (ოქმი)