საინფორმაციო ტრენინგი თემაზე:"სამოქალაქო პასუხისმგებლობა"

საინფორმაციო ტრენინგი თემაზე:"სამოქალაქო პასუხისმგებლობა"
12 აპრილს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით თემაზე: ,, სამოქალაქო პასუხისმგებლობა'' დისტანციურ რეჟიმში საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა.
ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის, აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ.
ახალგაზრდა ტრენერებმა თანატოლებს საკუთარი მოხალისეობრივი გამოცდილება გაუზიარეს და განსაკუთრებით, პანდემიის არსებულ ვითარებაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს.
ტრენინგი აქტიურ რეჟიმში წარიმართა.
საინფორმაციო ტრენინგს უძღვებოდნენ თანატოლგანმანათლებელი ტრენერები: ლიზა კახაბერიძე და ხატია კახიძე.
ტრენინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სულ 20 ახალგაზრდა შეუერთდა.