ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის შეხვედრა აჭარისაღმართის სკოლაში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის შეხვედრა აჭარისაღმართის სკოლაში

14 ნოემბერს, ხალევაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქედქედისა და აჭარისაღმართის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალგაზრდობის ცენტრის მიმდინარე პროექტების შესახებ და ნაჩვენები იქნა ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებების ამსახველი ვიდეო-რგოლი. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს მათი იდეები და ინიციატივები ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის სამომავლო ღონისძიებებში გასათვალისწინებლად. შეხვედრას სულ 35 ახალგაზრდა დაესწრო.