სასმელი წყლის სისტემა სოფელ აჭარისაღმართში

სასმელი წყლის სისტემა სოფელ აჭარისაღმართში

აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა.

პროექტის განხორციელებით სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება აჭარისაღმართში მცხოვრები 60 ოჯახი, სკოლა და მაჭახლის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაცია.

პროექტი ითვალისწინებდა 4 სხვადასხვა მოცულობის წყლის ავზის, სათავე ნაგებობისა და წყლის მაგისტრალის მოწყობას.

სამუშაოების ღირებულებამ 169 996 ლარი შეადგინა.