შეხვედრები მცირე მეწარმეებთან
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ კოორდინატორმა და ამავე დროს მერის რეფერენტმა გენდერულ საკითხებში - მაგდა მალაყმაძემ ხელვაჩაურში მცხოვრებ მცირე მეწარმეებთან შეხვედრები დაიწყო.
ამჯერად მერის რეფერენტი გენდერულ საკითხებში ხელვაჩაურში მცხოვრებ მეწარმეებს: არჩილ რიჟვაძესა და ლელე ქათამაძეს ეწვია. სოფელ ზანაქიძეებში მცხოვრები 66 წლის არჩილ რიჟვაძემ „ENPARD“ - ის პროექტის ფარგლებში ჩირის საშრობი აპარატი მიიღო. იგი სხვადასხვა სახეობის ჩირს ამზადებს. ნატურალური პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი. ახალგაზრდა მეწარმე ლელა ქათამაძე კი სოფელ თხილნარის მკვიდრია. იგი ქალთა ოთახის საინიციატივო ჯგუფის წევრია.აქტიურმა მეწარმემ მოცვისა და გოჯის პლანტაციები საკუთარ ნაკვეთში მოაშენა.
შეხვედრის მიზანია საზოგადეობისთვის მცირე მეწარმეების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ხელშეწყობაა. სამომავლოდ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეწარმეების შესახებ ვიდეორგოლისა და ფოტო-კოლაჟის მომზადება.