მავნე ჩვევები ჯანსაღი ცხოვრების წესში

მავნე ჩვევები ჯანსაღი ცხოვრების წესში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით თემაზე ,,მავნე ჩვევები ჯანსაღი ცხოვრების წესში'' ლექცია და დისკუსია გაიმართა. ღონისძიებას წარუძღვა განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული მასწავლებელი: მადონა ჭრელაშვილი.
ტრენერი ახალგაზრდებს ნარკომანიის, ლუდომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევების შესახებ ესაუბრა და მსგავსი გამოწვევების დაძლევის გზებზე ახალგაზრდებთან ერთად დისკუსია წარმართა.
ღონისძიებაზე რეგისტრირებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17 ახალგაზრდა