სოციალურად დაუცველ ოჯახებზე სახურავის მასალის გაცემა დაიწყო
"საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის’’ ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებზე სახურავის მასალის გაცემა დაიწყო.
სახურავის მასალა შესაბამისი კომისიის მიერ შერჩეულ მწვავე საჭიროების მქონე 76 ბენეფიციარზე განაწილდება.
134 180 ლარის ღირებულების 10 909 კვ. მ. თუნუქის ფურცელი (შეღებილი ნაგლინის ფურცელი) უკვე შეძენილი და დასაწყობებულია.
სახურავის მასალა გაიცემა 0 – 140 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე და ასევე, ხანძრით/სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე 100% დაფინანსებით.