სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.

მასში მონაწილეობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია: განცხადება ხელვაჩაურის მერის სახელზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, 2019-2020 წლების პირველი სემესტრის შედეგები და სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. განცადების მიღება ხელვაჩაურის მერიაში 31 მარტამდე იწარმოებს.