"თეთრი ბარათის" კამპანია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით - "საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის" (International day of Sport for Peace and Development).
2 აპრილიდან საქართველო უერთდება ე.წ. "თეთრი ბარათის" („#WhiteCard”) კამპანიას. ის არის სპორტში ე.წ. "წითელი ბარათის" საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. კამპანიაში ჩართვის წესი: 1) გადაიღე სელფი თეთრი ბარათით; 2) გააზიარე ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #WhiteCard”.
ღონისძიებაში ჩართვის მსურველები ერთმანეთს გამოიწვევენ კამპანიაში ჩართვის მიზნით.