უფასო სასადილოებიდან 143 ბენეფიციარზე სასურსათო პროდუქტი გაიცა

უფასო სასადილოებიდან 143 ბენეფიციარზე სასურსათო პროდუქტი გაიცა

უფასო სასადილოებიდან ხელვაჩაურში მაცხოვრებელ, სოციალურად დაუცველ 143 ბენეფიციარზე საკვების ერთი თვის მარაგის შესაბამისი სასურსათო პროდუქტი გაიცა.

ბენეფიციარებს ასევე, სააღდგომო საჩუქრად პასკა და კვერცხი გადაეცათ.

საკვების ნაცვლად სურსათის გაცემის გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო იქნა მიღებული.