ღონისძიებები შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები:
3 დეკემბერს 15:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება ანა ბარათაშვილის წიგნის ,,სიყვარულის ზღაპარი" პრეზენტაცია.
4 დეკემბერს 13:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება გასართობ-შემოქმედებითი ღონისძიება, სახალისო აქტივობებითა და გუნდური თამაშებით-ანიმატორთან და ზღაპრის გმირთან ერთად.ღონისძიება მოიცავს სხვადასხვა სახალისო სპეციფიურ აქტივობებს, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მათი თანატოლების ერთობლივ ჩართულობას და სასიამოვნო, ემოციებით დატვირთული დღის ერთად გატარებას. ყველა მონაწილე ახალგაზრდას ეყოლება მეწყვილე. წყვილებში მუშაობა ხელს შეუწყობს ინტეგრაციას, გუნდურ მუშაობას და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
6 დეკემბერს 15:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ნაჩვენები და განხილული იქნება ჯიმ შერიდანის ფილმი ,,ჩემი მარცხენა ფეხი". ფილმში მოთხრობილია კრის ბრაუნის მიღწევების შესახებ, რომელმაც ისწავლა ფეხის თითებით ხატვა და წერა. დეი-ლუისმა მიიღო ოსკარი ბრაუნის როლის შესრულებისთვის. აგრეთვე ოსკარი მიიღო ფრიკერმაც - დედის როლის შესრულებისთვის.
ფილმს ახალგაზრდებთან ერთად განიხილავს მოწვეული კინომცოდნე.