სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.
????სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.
➡კომპანიებმა, აჭარაში, 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
➡აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა სამინისტროში დაგეგმილი მსხვილი პროექტები წარუდგინა.
➡ჯაბა ფუტკარაძემ პრეზენტაციისას აჭარაში სახელმწიფო შესყიდვების სტატისტიკაზე და ტენდერების ფარგლებში უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
➡საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კომპანიებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
➡ შეხვედრაზე 2023 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტებზე ისაუბრეს.
➡ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების პრეზენტაცია გამართა და მათ განხორციელებაში წარმატებული სახელმწიფო შესყიდვების როლზე ისაუბრა.
➡ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომპანიებმა მათთვის საინტერესო პროექტების დეტალებზე ინფორმაცია მიიღეს.
➡შეხვედრის მიზანი საბიუჯეტო პროექტების განხორციელების მიმართულებით, სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და ეფექტურობის გაზრდაა.
➡სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე, სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები ესწრებოდნენ.