სკრინინგის განცხადება

სკრინინგის განცხადება

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის
მიზნით წარდგენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ორთაბათუმის ტერიტორიაზე, ნაპირდამცავი
ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის განცხადება.


სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული
შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით
მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.


ასევე, გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა.