წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირება

წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირება
????️ 15 მარტიდან, სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართულმა დაწესებულებებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, პროდუქტების ბრუნვის შესახებ, მონაცემები ელექტრონულად უნდა გაუზიარონ. სიახლე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას უკავშირდება და მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.
➡️ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ აქვთ, სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი ფარმაცეპტული პროდუქტების რეალიზაციას და მარაგების მართვას.
➡️
აღნიშნულ დაწესებულებების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ტრენინგებზე გადაამზადებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული სიტემის ფუნქციონალი და მასში მუშაობის პრინციბები.
⤵️ ტრენინგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 9 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
???? 2 მარტი, 11:00 საათი - იმერეთი - ქუთაისი, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამკითხველო დარბაზი.
???? 2 მარტი, 17:00 საათი - გურია - ოზურგეთი, მ. კოსტავას ქ. N1.
???? 3 მარტი, 14:00 საათი - კახეთი - სიღნაღი, აღმაშენებლის მოედანი N2.
???? 4 მარტი 12:00 საათი - კახეთი - თელავი, ერეკლე II გამზ. #16.
???? 4 მარტი, 14:00 საათი - აჭარა - ბათუმი, ტბეთის ქ. N4.
???? 5 მარტი, 16:00 საათი - სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45.
???? 5 მარტი, 14 საათი - ქვემო ქართლი - ქ. მარნეული, რუსთაველის ქ.N 73.
მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მდებარე აფთიაქების წარმომადგენლებისთვის, 7 მარტს, 14:00 საათზე, „ონლაინ“ შეხვედრა გაიმართება.
➡️ მათთვის, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრებას ვერ მოახერხებს, 9 მარტის, 14:00 საათზე, დანიშნულია, დამატებითი „ონლაინ“ შეხვედრა.