ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1.განკარგულების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.
მომხსენებელი : ტარიელ ნაკაშიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2.განკარგულების პროექტი - იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის-„ადამიანის უსაფრთხოების“ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გრანტის მიღებისა და შესაბამისის ხელშეკრულების გაფორმების თანხმობის შესახებ.
მომხსენებელი: არჩილ მხეიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის
დონორ ორგანიზაციებთან და მასმედიასთან
ურთიერთობის განყოფილების უფროსი