დავით საფარიძის წიგნის პრეზენტაცია

დავით საფარიძის წიგნის პრეზენტაცია

19 ნოემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა დავით საფარიძის წიგნის პრეზენტაცია - ,,ქართული გვარსახელები ხელვაჩაურის რაიონში“. ის არის 4 წიგნის ავტორი, რაც ფრიად საამაყოა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის. დავით საფარიძეს გადაეცა მადლობის სიგელი განათლების სფეროში მოღვაწეობისათვის.
მის შემოქმედებას თვალი გადაავლო და მოეფერა უახლოესმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და დამსწრე საზოგადოებამ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი წარმატებებს უსურვებს ბატონ დავითს!